ხეებისა და ბუჩქების
გასხვლა
მებაღე მოაშორებს მშრალ და ავადმყოფ ტოტებს, გვირგვინს გაათხელებს, ბუჩქსა და ცოცხალ ღობეს კი ფორმას მისცემს. ფასს შეკვეთამდე ნახავ, შედეგს — ფოტოებზე.

რა ღირს გასხვლა
ფასი ხეზე ან ბუჩქზეა. ზუსტ ფასს აპლიკაციაში შეკვეთამდე ნახავ.
საწყისი ფასებია. ზუსტ ფასს აპლიკაციაში შეკვეთამდე ნახავ.
რას გააკეთებს მებაღე
სანიტარული გასხვლა
მებაღე მოაშორებს მშრალ, დაზიანებულ და ავადმყოფ ტოტებს, რომ ხემ ძალა ცოცხალ ტოტებზე დახარჯოს.
გვირგვინის გათხელება
ზედმეტ და ერთმანეთში გადახლართულ ტოტებს ამოჭრის: გვირგვინში მზე და ჰაერი შევა, სოკოვანი დაავადებები კი ნაკლებად გაჩნდება.
ბუჩქისა და ღობის ფორმა
ბუჩქსა და ცოცხალ ღობეს თანაბრად გაკრეჭს და ფორმას მისცემს.
როდის გავსხლათ ხეები და ბუჩქები
თბილისის კლიმატში მთავარი გასხვლა ზამთრის ბოლოსაა. მთაში და დასავლეთ საქართველოში ვადა ცოტა იცვლება.
მთავარი გასხვლა
ხეხილი და დეკორატიული ხეები გასხლე, სანამ კვირტები გაიშლება. ვარდიც ამ დროს, როცა კვირტები იბერება.
ბუჩქი და ცოცხალი ღობე
ღობე ზრდის მერე გაკრიჭე, რომ ფორმა შეინარჩუნოს. მშრალი ტოტი ნებისმიერ დროს მოაშორე.
მხოლოდ სანიტარული
ძლიერი გასხვლა გაზაფხულისთვის გადადე: ჭრილობა ყინვამდე ვერ შეხორცდება. მშრალი და ავადმყოფი ტოტები კი მოაშორე.
შედეგს ფოტოებზე ნახავ
მებაღე ფოტოებს სამუშაოს დაწყებამდე და დასრულების შემდეგ იღებს. ყოველი ფოტო მოწმდება ადგილზე, GPS-ით.

GPS · ადგილზესამუშაომდეშემდეგშეკვეთა ოთხ ნაბიჯში
აირჩიე სამუშაო
გახსენი Movla და აირჩიე, რა გჭირდება. არ იცი? გადაუღე ფოტო და კითხე Movla AI-ს.
ფასს მაშინვე ნახავ
მიუთითე ფართობი ან რაოდენობა და ფასი იქვე გამოჩნდება. მებაღესთან ვაჭრობა არ გჭირდება.
მისამართი და დრო
მონიშნე ადგილი რუკაზე და აირჩიე, როდის გჭირდება. ზუსტ დღეს მებაღე დაგიდასტურებს.
ფოტოები და დადასტურება
მებაღე სამუშაომდე და შემდეგ ფოტოებს გადაიღებს. თანხა მას მხოლოდ შენი დადასტურების მერე ერიცხება.
ხშირად კითხულობენ
სხვა კითხვა გაქვს? კითხე Movla AI-ს ან მოგვწერე: [email protected]
საშუალო ზომის ხის გასხვლა 125 ₾ ღირს, ბუჩქის — 100 ₾-დან. ფასს აპლიკაციაში შეკვეთამდე ნახავ.
მთავარი გასხვლა ზამთრის ბოლოს ან მარტის დასაწყისშია, სანამ კვირტები გაიშლება. მშრალ და ავადმყოფ ტოტს ნებისმიერ დროს მოაშორებ.
მსუბუქი, სანიტარული — კი: მშრალი და ავადმყოფი ტოტები. ძლიერი გასხვლა გაზაფხულისთვის გადადე, რომ ჭრილობები ყინვამ არ დააზიანოს.
არა, მებაღე თავისი ინვენტარით მოდის. მასალა, მაგალითად ნიადაგი, სასუქი ან ნერგები, ცალკე თანხმდება.
მებაღე დაგიკავშირდება და ვიზიტს უახლოეს მოსახერხებელ დღეზე გადაიტანთ.
იხდი აპლიკაციაში, Flitt-ით. თანხა Movla-ში ინახება და მებაღეს მხოლოდ მაშინ ერიცხება, როცა დაადასტურებ, რომ სამუშაო შესრულებულია.
წაიკითხე მწვანე ჟურნალში
სეზონური რჩევები მწვანე ჟურნალიდან.
სხვა სერვისები
გაზონის თიბვაგაზონი და ბალახი, ფართობის მიხედვით.0,75 ₾-დან მ²-ზე
ეზოს დასუფთავებაფოთლები, მშრალი ტოტები და სარეველები.150 ₾-დან ვიზიტზე
ოთახის მცენარეების მოვლამოვლა და გადარგვა სახლსა და ოფისში.150 ₾-დან ვიზიტზე
სასაფლაოს მოვლადასუფთავება, ყვავილები და ფოტოანგარიში.125 ₾-დან საფლავზე
საფლავის მოვლა საზღვარგარეთიდანშეკვეთა ონლაინ, შედეგი ფოტოებით.ონლაინ შეკვეთაშეუკვეთე
ხეებისა და ბუჩქების გასხვლა
ჩამოტვირთე აპლიკაცია ან გახსენი ბრაუზერში. შეკვეთას რამდენიმე წუთი სჭირდება.
app.movla.ge
ბაღის მოვლა
ინტერიერის მცენარეები
რეგულარული მოვლა









სერვისი დადასტურებულია!თანხა მებაღეს გადაერიცხა. გმადლობთ.

პროფილი განხილვაშიათქვენი პროფილი განიხილება ჩვენი გუნდის მიერ. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას დამტკიცების შემდეგ.