საფლავის მოვლა
საზღვარგარეთიდან
თქვენ შორს ხართ, საფლავს კი მოვლა სჭირდება. მოგვწერეთ ან შეუკვეთეთ აპლიკაციაში: მებაღე საფლავს დაასუფთავებს, თქვენი მითითებით დარგავს ყვავილებს და სამუშაომდე და შემდეგ გადაღებულ ფოტოებს გამოგიგზავნით.

საიდანაც არ უნდა იყოთ
შეუკვეთეთ ნებისმიერი ქვეყნიდან: შეკვეთა და გადახდა ონლაინ ხდება, თქვენი დასწრება საჭირო არ არის.
რა ღირს საფლავის მოვლა
ფასს წინასწარ ხედავთ. ცოცხალი ყვავილები და თეთრი კენჭი, თუ დაგჭირდათ, ცალკე თანხმდება.
საწყისი ფასებია. ზუსტ ფასს აპლიკაციაში შეკვეთამდე ნახავ.
რა შედის სამუშაოში
დასუფთავება
საფლავისა და გარშემო ტერიტორიის დასუფთავება, ბალახისა და სარეველების მოცილება.
ძეგლი და ფილა
ძეგლისა და ფილის რეცხვა, ძველი ყვავილების გატანა და ადგილის მოწესრიგება.
ყვავილები და კენჭი
ყვავილების დარგვა თქვენი მითითებით და თეთრი კენჭის დაყრა.
დაგეგმეთ დროულად
ამ დღეებში მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია, ამიტომ სჯობს წინასწარ შეუკვეთოთ.
აღდგომა
წლის ყველაზე დატვირთული დღეები. შეუკვეთეთ ერთი კვირით ადრე და ფოტოებს დღესასწაულამდე მიიღებთ.
მარიამობა
შეუკვეთეთ ერთი კვირით ადრე: სამუშაოს და ფოტოანგარიშს დღესასწაულამდე მიიღებთ.
ხსოვნის დღეები
დაბადების დღე ან წლისთავი. ჩვეულებრივ მებაღე 1–3 დღეში მიდის.
შედეგს ფოტოებზე ნახავთ
მებაღე ფოტოებს სამუშაომდე და შემდეგ იღებს. ყოველი ფოტო GPS-ით მოწმდება, ასე რომ ხედავთ: ის ნამდვილად თქვენს საფლავთან იყო.

GPS · ადგილზესამუშაომდეშემდეგროგორ მუშაობს
ოთხი ნაბიჯი, და ადგილი მოვლილია.
მოგვწერეთ
Messenger-ში, Instagram-ში ან აპლიკაციაში. გვითხარით, რომელ სასაფლაოზეა საფლავი და რა სჭირდება.
მიუთითეთ ადგილი
რიგი, ნიშნული, ახლოს მდგარი ხე ან ძველი ფოტო. რაც მეტს მოგვწერთ, მით უფრო ადვილად იპოვის მებაღე.
მებაღე მიდის
დათქმულ დროს. თქვენი დასწრება საჭირო არ არის.
ფოტოები და მიღება
ნახავთ ფოტოებს და მიიღებთ სამუშაოს. თანხა მებაღეს მხოლოდ ამის შემდეგ ერიცხება.
ხშირად კითხულობენ
სხვა კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ: [email protected]
დიახ. შეკვეთა და გადახდა ონლაინ ხდება, თქვენი დასწრება საჭირო არ არის. შედეგს ფოტოანგარიშით ნახავთ.
მონიშნეთ ადგილი რუკაზე და დაამატეთ შენიშვნა ან ფოტო: რიგი, ნიშნული, ახლოს მდგარი ხე. რაც მეტს მოგვწერთ, მით უფრო სწრაფად იპოვის.
ერთჯერადი დასუფთავება 125 ₾-დან ღირს, ყვავილების დარგვა — 50 ₾-დან, რეგულარული მოვლა — 125 ₾-დან თვეში. ფასს შეკვეთამდე ხედავთ.
ბარათით, აპლიკაციაში: Visa, Mastercard, Apple Pay ან Google Pay. ჯერჯერობით გადახდა საქართველოში გაცემული ბარათით შეიძლება, თქვენი ან ოჯახის წევრის. უცხოური ბარათები მალე დაემატება. თანხა დაცულია და მებაღეს მხოლოდ თქვენი დადასტურების შემდეგ ერიცხება.
დიახ. აირჩიეთ რეგულარული მოვლა და ვიზიტები თავად დაიგეგმება. თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება, ვიზიტამდე შეგახსენებთ.
აღწერეთ პრობლემა მიღებამდე. თანხა დაბლოკილია და საკითხს ჩვენ განვიხილავთ.
წაიკითხეთ მწვანე ჟურნალში
სეზონური რჩევები მწვანე ჟურნალიდან.
სხვა სერვისები
გაზონის თიბვაგაზონი და ბალახი, ფართობის მიხედვით.0,75 ₾-დან მ²-ზე
ხეებისა და ბუჩქების გასხვლახეხილი, დეკორატიული ხეები, ბუჩქები და ცოცხალი ღობე.100 ₾-დან ბუჩქზე
ეზოს დასუფთავებაფოთლები, მშრალი ტოტები და სარეველები.150 ₾-დან ვიზიტზე
ოთახის მცენარეების მოვლამოვლა და გადარგვა სახლსა და ოფისში.150 ₾-დან ვიზიტზე
სასაფლაოს მოვლადასუფთავება, ყვავილები და ფოტოანგარიში.125 ₾-დან საფლავზეშეუკვეთეთ
საფლავის მოვლა
მოგვწერეთ Messenger-ში ან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია. შეკვეთას რამდენიმე წუთი სჭირდება.
Messenger Instagram app.movla.ge
ბაღის მოვლა
ინტერიერის მცენარეები
რეგულარული მოვლა








სერვისი დადასტურებულია!თანხა მებაღეს გადაერიცხა. გმადლობთ.
პროფილი განხილვაშიათქვენი პროფილი განიხილება ჩვენი გუნდის მიერ. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას დამტკიცების შემდეგ.