კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებგვერდზე/აპლიკაციაში შემოსვლის დროს, შპს „მოვლა“-ს (შემდგომში - “Movla” ან „ჩვენ“) სისტემა ავტომატურად აფასებს ამ ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენს (მომხმარებელთა) ვიზიტს და იმ ინტერესებს, რომელსაც ჩვენს ვებგვერდზე/აპლიკაციაში ყოფნისას ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.  

ჩვენს ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში, თქვენს შესახებ შეგროვებულ, დამუშავებულ ან/და გამოყენებულ პერსონალურ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში ვუფრთხილდებით და ვიცავთ. 


ვებგვერდით/აპლიკაციით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით (შემდგომში - პოლიტიკა), რომელიც, თავის მხრივ, შემუშავებულია ჩვენ მიერ დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე/აპლიკაციაში და შეგიძლიათ გაეცნოთ მას შეუფერხებლად. 



თანხმობა კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე 

გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე/აპლიკაციაში შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის/აპლიკაციის მომდევნო გვერდებით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ თქვენ დაადასტურეთ და დაეთანხმეთ ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ პოლიტიკას.


წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაეცანით მას რეგულარულად. იმისათვის, რომ მოიძიოთ ინფორმაცია, თუ ბოლოს როდის განახლდა კონფიდენციალურობის პოლიტიკა, იხილეთ დოკუმენტის ბოლო აბზაცი. 



რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო? 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პირების პერსონალური მონაცემების დაცვა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი ვებგვერდით/აპლიკაციით. შესაბამისად, შევიმუშავეთ წინამდებარე პოლიტიკა იმისათვის, რომ მომხმარებლებს გამოარკვიონ თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერედის/აპლიკაციის გამოყენების დროს და რა მიზეზით შესაძლოა შევაგროვოთ, გადავცეთ ან/და სხვაგვარად ხელმისაწვდომი გავხადოთ აღნიშნული მონაცემები. “Movla”, ასევე, იღებს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი და მიზანშეწონილი. 


კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც “Movla” მოიპოვებს თქვენ მიერ ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენების შედეგად. გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე/აპლიკაციებზე, რომლებიც არ არიან “Movla”-სთან აფილირებული პირები, თუმცაღა, ასეთ ვებგვერდებთან/აპლიკაციებთან კავშირი ჩვენი ვებგვერდის/აპლიკაციის საშუალებით იყოს შესაძლებელი. ასეთი ვებგვერდების გამოყენების შემთხვევაში, გირჩევთ, გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რადგანაც “Movla”-ს არ აქვს გავლენა მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკასა თუ პოლიტიკაზე, შესაბამისად, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი მათ ქმედებებზე. 


წინამდებარე პოლიტიკის პირობები ეხება მხოლოდ “Movla”-სთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან/და სახელშეკრულებო პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა და ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან/და რეგულაციას.



რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით? 


როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს/აპლიკაციას, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგ: შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბრაუზერი ან აპლიკაციაა განთავსებული, “Movla”-ს ვებგვერდის/აპლიკაციის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ესტუმრეთ, ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენი სტუმრობის თარიღი, ხანგრძლივობა და სხვა). დამატებით, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით “Movla”-ს ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით, მაგალითად, როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის/აპლიაციის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე/აპლიკაციაში სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, ან რომელსაც გვაწვდიან ისეთი მესამე პირები, რომელთა კლიენტი/აბონენტიც თქვენ ბრძანდებით.


თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ: 

  • ვებგვერდის/აპლიკაციის ტექნიკური ადმინისტრირების, მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;

  • კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის; 

  • “Movla”-ს სხვა ელექტრონულ არხებთან მიმართებით, ზემოხსენებული მიზნებისთვის;

  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებისთვის და

  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის. 


პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია: 

  • მომხმარებლის თანხმობა – როდესაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით ინფორმაციას, მაგალითად, რეგისტრაციისას ან სიახლეებზე გამოწერისას;

  • ხელშეკრულების შესრულება ან ხელშეკრულების დადებამდე ზომების მიღება – თუ მონაცემთა დამუშავება საჭიროა, რათა გავუზრუნველყოთ სერვისები ან რეაგირება მოვახდინოთ თქვენს მოთხოვნებზე;

  • სამართლებრივი ვალდებულების შესრულება – თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად (მაგალითად, საგადასახადო ან მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად);

  • ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი სერვისების გაუმჯობესებისთვის, ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით, იმ პირობით, რომ თქვენი უფლებები და თავისუფლებები არ ირღვევა.


ვინ ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას?

  • "Movla" (შპს „მოვლა“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 404771528) წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ პირს იმ მონაცემებთან მიმართებით, რომლებიც შეგროვდა ვებგვერდისა და აპლიკაციის მეშვეობით.
    შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევებში მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობდნენ მონაცემთა დამმუშავებლები, რომლებიც ჩვენი დავალებით და ჩვენს სახელით ახორციელებენ ტექნიკურ მომსახურებას (მაგალითად: ჰოსტინგი, ანალიტიკა, ელ.ფოსტის სისტემები და ა.შ.).

“Movla” იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე არსებულ ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას.


როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ? 

“Movla” იყენებს მზა ჩანაწერებს (cookies) ან/და თეგებს იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები თუ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს/აპლიკაციას. 

ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ვებგვერდზე/აპლიკაციაში ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება და დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. მზა ჩანაწერები გამოიყენება ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ-გვერდების/აპლიკაციის დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით. 

გაითვალისწინეთ, რომ მზა ჩანაწერების შენახვით, ისინი, ასევე, ვრცელდება “Movla”-ს ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც, თუმცა, ეს გარანტირებული არ არის. 

ხშირ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით/აპლიკაციით თეგების კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი/აპლიკაცია ასახავს თქვენს სურვილებს. 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს “Movla”-ს ვებგვერდის/აპლიკაციის ან მისი სხვადასხვა ნაწილების მიერ შემოთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულად ფუნქციონირებაზე. 

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაეთანხმოთ/არ დაეთანხმოთ მზა ჩანაწერების გამოყენებას ან/და მართოთ თქვენი სურვილის შესაბამისად მზა ჩანაწერების გამოყენების მიზნობრიობა (მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, არ დაეთანხმოთ მზა ჩანაწერების გამოყენებას ანალიტიკური ან/და მარკეტინგული მიზნებით.


ვის გადავცემთ ვებგვერდიდან/აპლიკაციიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას? 

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად “Movla”-მ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან/და “Movla”-სთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც “Movla”-ს ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ, როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა. ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის ფარგლებში. 


უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად? 

“Movla”-მ მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ  ჩვენ მიერ ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან/და განადგურებისგან. 


როგორი პოლიტიკა გვაქვს ელექტონული შეტყობინებების შენახვასთან დაკავშირებით? 

“Movla”-ს მიერ და “Movla”-სთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, მაილი და სხვა) სისტემა ავტომატურად ინახავს სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. მათ “Movla” იცავს გონივრული ტექნიკური და შესაბამისი ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმოწევნითი დაცვით უფლებამოსილი პირების მიერ.

მონაცემები ინახება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად, ან კანონით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.


რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გავრცელებული მიდგომით ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ არაუფლებამოსილმა მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან/და სხვა ტექნიკური შეცდომა. 

იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებული (უფრო სუსტი/ძლიერი) მექანიზმები არსებობდეს პერსონალური მონაცემების დაცვისათვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენს შესახებ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით “Movla”-სთვის გადაცემის ეტაპზე იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ “Movla”-სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ. 

როგორია ჩვენი პოლიტიკა 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკვაშირებით? 

გაითვალისწინეთ, რომ “Movla” არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებგერდი/აპლიკაცია არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, “Movla”-სთვის ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან. 


როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა? 

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ: 

  • ნებისმიერ დროს გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს; 

  • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა; 

  • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა;

  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების დროებითი შეზღუდვა;

  • მოითხოვოთ დამუშავების სრულად შეზღუდვა; 

  • მოითხოვოთ პერსონალურ მონაცემთა წაშლა. 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ---------------------- 

ბოლო განახლების თარიღია 01 აგვისტო, 2025 წელი.

ჩვენთან მოვლა მარტივია

გადმოწერა "მოვლა"-ს აპლიკაცია და მოძებნე სასურველი სპეციალისტი, ან შეავსე განაცხადე და თავად გახდი მებაღე!

მარტივი

სანდო

უსაფრთხო

Mobail phone with hand

ჩვენთან მოვლა მარტივია

გადმოწერა "მოვლა"-ს აპლიკაცია და მოძებნე სასურველი სპეციალისტი, ან შეავსე განაცხადე და თავად გახდი მებაღე!

Mobail phone with hand

ჩვენთან მოვლა მარტივია

გადმოწერა "მოვლა"-ს აპლიკაცია და მოძებნე სასურველი სპეციალისტი, ან შეავსე განაცხადე და თავად გახდი მებაღე!

Mobail phone with hand