ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

ნარჩენების ტიპები

საყოფაცხოვრებო - შედგება სამზარეულოს ორგანული ნარჩენებისგან, სახლის დასუფთავების შედეგად მიღებული ნარჩენებისგან, ტანსაცმლის ნარჩენებისგან, ქაღალდისა და მუყაოსგან. საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მცირე, მაგრამ მზარდი წილი უკავია პლასტიკს და ასევე მცირე წილი ისეთ სხვა მასალებს, როგორიცაა მინა, რეზინი, ტყავი, ძვალი და მეტალი.

სამშენებლო - სამშენებლო ნარჩენებს განეკუთვნება მინები, შესაფუთი მასალები, აგურის ბლოკები, ლითონები, მიწა და სხვა.

ინდუსტრიული - ინდუსტრიული წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა წამლავდნენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს.

სტიქიური - მოწყობილი ნაგავსაყრელების არ არსებობის გამო სტიქიურად წარმოქმნილი ნაგავსაყრელი, ხშირ შემთხვევაში ისინი განთავსებულია მდინარეების ნაპირებზე ან მოსახლეობასთან ახლოს და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს.

შერეული - ნარჩენები წარმოადგენს რამდენიმე კატეგორიას ერთად.

უსაფრთხოების წესები

  1. მოხალისეების მონაწილეობა უსაფრთხოა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დასუფთავებაში. სამშენებლო და ინდუსტრიული ნარჩენი შესაძლოა საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.
  2. ყოველთვის იქონიეთ თან დამცავი საშუალებები (მყარზედაპირიანი ხელთათმანები, პირბადე, დამცავი სათვალე)
  3. პირბადე დაგიცავთ, როგორც უსიამოვნო სუნისგან, ასევე მავნე ნივთიერებებისგან
  4. გამოიყენეთ მყარზედაპირიანი ხელთათმანები, რომელიც დაგიცავთ ბასრი საგნებისგან
  5. რეკომენდირებულია გრძელმკლავიანი სამოსი და გრძელტოტიანი შარვალი.
  6. დალაგებისას მოერიდეთ მოშვებული ტანსაცმლის ან სამკაულის ტარებას.
  7. დალაგების შემდეგ დაიბანეთ ან გაიწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით.

მოერიდეთ სახიფათო ნარჩენებს!

მოერიდეთ სტიქიურ ნაგავსაყრელს!